მეგობარს


შენ უნდა გერგოს გვირგვინი დაფნის
მე კი ეკლიან გვირგვინს მოველი,
არ ვიცი უფრო რომელი სჯაბნის,
უფრო ამაყი არის რომელი?
თუ გაიმარჯვებს დღეს რაც იქმნება,
წმინდა საქმენი ჩვენგან მართული,
მაშინ გვირგვინი ჩვენი იქნება
მთლად ერთმანეთში გადახლართული.
თუ გადავედით ცალ-ცალკე ნაპირს,
ფუძე შეირყა საერთო ძეგლის,
შენ შეიმოსე გვირგვინი დაფნის,
მე დამამშვენებს გვირგვინი ეკლის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი