მივატოვე ბეთსაიდა..
მივატოვე ბეთსაიდა შენთან მოვხვდი ვერსაიდან. გულო, ვიცი სამსხვერპლოზე ისააკის ბედს აიტან. მივატოვე სამარია, მზის შობა და ცა-მარიამ. შუბლი ისევ გოლგოთაა, გული ისევ სამარეა. მივატოვე მეტანია, ბეთბაგე და ბეთანია, სამსხვერპლოზე ჩემი ბაღის სევდა ამომიტანია. მივატოვე ნაზარეთი ვით სნეულმა ლაზარეთი გზა გასამდა: მარიამით, მართათი და ლაზარეთი. მივატოვე, მომიტევე, შენთან როგორ მოვიდე მე. შენს მაცნეებს მაინც ვცნობდე, ღამეს შუბლთან რომ მითევენ. მივატოვე ბეთსაიდა, შენთან მოვხვდი ვერსაიადნ. გულო, ვიცი გოლგოთაზე უკვე ჯვარცმულ ბედს აიტან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი