პოეზია
(წართქმა) ყველა კიდობანი ნოესია. ყველა ცდუნება ხომ ხელით მოწვდილია. ცოლად მოვიყვანე პოეზია, საქმროს გამოვტაცე ქორწილიდან. მისთვის გალავნებად მკლავები მაქ, გასა-დარბაზებლად ჩემი გულ-მკერდია. მისი სიქალწულე მიუკარებაა, ყელზე თანხმოვნების მძივი უკეთია. როცა დასავლეთი მოსრულდება, მზეს უნდა ზურგიდან მოგვიაროს, ის ყოველ ღამე ორსულდება და მზესთან ერთად მშობიარობს.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი