სუბკონტროქტავა
WANDERERS NACHTLIED II საუბარი გამიბა ღამით ფორტეპიანომ, აწ ბგერები გამებად გამეორდებიანო. დო, რე, მი, ფა, ლა, მი, სოლ, დო-ძიეზ, ლა, სოლ და სი - მწევრად ვიქეც ლამისო ტრისტან და იზოლდასი. დო, რე, მი, რე, მი, რე, მი, სი-ბემოლ, სი, მი, რე, ფა, მნათობ მარბი ირემი ირიბ მიმოირევა. ფა, რე, სი, ფა, ლა, მი, სი - ფარი პარსაფალისი ალით მახვილნალესით ბზინავს შუაღამის მზით. კოსმოსიდან ჰანგები როს მოზიდა განგებამ, გულისხმათა გამგების სმენა არ ითანგება. არა მხოლოდ მუზისგან, ყოველ კაცს რომ უზის მხრად, აწ კოსმოსის პულსის ხმა ხამს გაისმის მუსიკად. სუნთქვა არის სწორედ რომ დო, რე, მი, ფა, დო, რე, დო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი