ქამმერდე
ოქტომბრის ტყეში ჭრელდება ნეშო და შრება შეშა მეტყევის მოგრო- ვებული, რომელსაც შეშლის (თვალი თუ მოკრა) ტყის-ჭინკა-გოგო, ჩანს, არ გამოგო- ნებული. ვინც მიხვრა-მოხვრას, ვნებიან ოხვრას და ძახილს არც თუ მსუბუქად მაცდურს გაუძლებს, ოქტომბრის ტყეში, მის ოკრო-ბოკრო ბორცვებზე მზიდან დაღვრილი ოქრო ფიქრის აუზებს აუვსებს. (სოსო მეშველიანს)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი