დილა ცისკენ ..
დილა ცისკენ კიბე-კიბე აივლის ბაღში ჩრდილი წამოწვება აივნის მინდა სივრცე მცირესა და უვრცელესს დღეებს შორის იწვეს როგორც უცვლელი. ცა ნისლი თუ ცარიელი ფურცელი მზე პირს იბანს ქალმა ხელი მოკიდა, სველ თეთრეულს წვიმს სარეცხის თოკიდან. ღამე ფანჯრებს სართულ-სართულ დაივლის ფრთხილად შევა სახლში ჩრდილი აივნის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი