მათხოვარი


ვარ ცარიელი, – გეუბნები, – აი
სრულიად,
სული ცარიელ სივრცეებით დაი-
სრულია.
ხურდაც არ დამრჩა, დამეხარჯა ყველა ხმოვანი,
მე უკაცრიელ გზებზე მდგარი ვარ მათხოვარი.
ვარ მათხოვარი, უქონელი, გზად მოარული
შავი ჯვალოთი.
ღამის მსტოვარი, იდუმალი, მის ფარული
მე ვარ ჯალათი.
გზად მოარული, უქონელი სავსე ვარამით
ღამის მსტოვარი,
ვითხოვ სინათლეს, შემეწიწთ დამეხმარენით, _
გთხოვთ მათხოვარი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

3 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

მე უკაცრიელ გზებზე მდგარი ვარ მათხოვარი.-მაი მე მაშინ მივხვდი ივანას გვერდით რომ დაგინახე გამოჯგიმული......პირადად მე ,რას არ ვწერ ჩემს თავზე ,მაგრამ "მათხოვარს"არსად

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

მე ვარ ჯალათი.-და იმიზა მეიყვანე ჯალათები მთავრობაში?

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

ვითხოვ სინათლეს, შემეწიწთ დამეხმარენით,-რით უნდა "შეგეწიწნთ"?,ჩაგვაბნელე და ახლა ითხოვ სინათლეს ,შე მართლა მათხოვარო?

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი