მე როცა ვახელ ..
მე როცა ვახელ – შენ ხუჭავ თვალებს. იქნებ, ხდება პირიქით. გზას ისევ შენი ბაღისკენ ვიგნებ მწიფე ბილიკით. სად შენი ფიქრის განკაცებულ საქმროებს ვებრძვი გაუთავებლად – მე შენთვის მხრებით მომქონდა ვერძი და უკვდავება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი