ოთახი. თარო. წიგნი. სავარძელი ..


ოთახი. თარო. წიგნი. სავარძელი.
გორაკი. სახლი, ანუ აგარაკი
ნიავი -- გაშლილი ტყეების სავარცხელი.
საღამო, სახურავზე, ჩიტების ლაპარაკი.
მაგიდა. ფინჯანი, ჩრდილი და აივანი
დილა და ორცხობილა. დილა და სამი ცალი.
წიწილა ფერადი ბუჩქებში დაიმალა.
აგრილდა ჩაიცვი ნაქსოვი სამოსელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი