ადამის ლოცვა


არა დაცემული, მხოლოდ აღდგომილი
მინდა ანგელოსი ვიყო,
შვილი უძღები და შვილი განდგომილი
მამამ შინისაკენ მიხმო.
არასრულყოფილი ყოფიერებიდან
ადამიანური დრამა
მომაქვს და ხელს მიწვდის ლმობიერებითა
ძეში მყოფიერი მამა.
მზიდან მთოვარეში, ხოლო მთოვარედან
გულის ღია თაღში შეხვალ,
გზიდან აცდენილი მე ვარ მაცხოვარი და
ჩემი დაბრუნება შენ ხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

მომაქვს და ხელს მიწვდის ლმობიერებითა-ალბათ "შედევრია"

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი