როგორც რიყის ქვა ..
როგორც რიყის ქვა სიპი და ჭრელი წყაროს თვალიდან წყალთა დინებამ, როგორც ლოდინმა ჩემი და შენი აზრის სიმშვიდე და მოთმინება, როგორც პირველი წიგნის ხელიდან- ხელში ტარებამ,გადაშლამ,მერე ათასმა თვალმა,სხივმა ზევიდან, ხელმა ხელახლა - ფურცლების ფერი, "მიყვარხარ"-სიტყვაც ისე გაცვითა ბაგემ,ღაწვიდან რომ დააწვიმდა ცრემლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი