როდესაც სიზმრების კარინჭეს მოვხურავ ..
როდესაც სიზმრების კარინჭეს მოვხურავ და ღამეს ფიქრების თაღიდან ვიქარვებ, შენ ჩემში რიჟრაჟის სიცხადი შემოხუალ, მიქაელ. შიგნიდან იყივლებს მამალი მესამედ და თითქოს ჭურჭლიდან ცამოღვრილ რძესავით დინდება დილა და მინდება მირქმა მე, სად ჩემი გულ-გამოქვაბულის წიაღში მიგავლენ მიქაელ! რომ ხმები მიახშო ურჩხულის ჩურჩულის. მიქაელ, მარქვი მე სიტყვა და მიმგვანე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი