მე სულ გაკვირვებით გაკვირდები ..


მე სულ გაკვირვებით გაკვირდები,
როცა გაზაფხულზე გაკვირტდები,
თითქოს ფოთოლი ხარ–ზაფხულობით
პეპლად იქცევი და გაფრინდები.
მიკვირს ფანტელების მოცულობა,
მათი მოძრაობის ალბათობა,
თითქოს ყველა ბავშვი ლოცულობდა–
ირგვლივ ისე თეთრად ჩამოთოვა.
ჭრელი მინდვრებივით აფრენილი
სული პეპლებისა დეკემბერმა,
თოვლით დაფერილი ქვაფენილი
პეპლებს შუქნიშნებით ეგებება.
და მე გელოდები გამუდმებით,
და შენც მეორდები,მესამდები,
როცა პირველსახით დაბრუნდები,
ისევ შეგიცნობ და გესალმები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი