თითქოს ვარსკვლავი მოწყდაო ცაზე ..
თითქოს ვარსკვლავი მოწყდაო ცაზე - ქვემოთ მიწაზე სინათლის ხაზით დაეშვა, როგორც აზრი და ასე იგრძნო სისავსე და განსხეულდა ადამიანის განსხვავებულ და უცხო ჭურჭელში, და გზას შეუდგა ჯერ როგორც ბავშვი, მერე ყმაწვილი, სადღაც შუაში ამ გზის მანძილზე ის გახდა კაცი, რადგან ნაწილი მას კაცებრივიც ჰქონდა, მალევე ჯვარს აცვეს, რასაც თითქოს მალავენ, მაგრამ ამ ქვეყნად სიტყვით არავინ სიკვდილით დასჯას არ ითხოვს, გარდა ადამიანის, ის რად ღირს ანდა - ღმერთს ეს სურდაო, მას ასე სწადდა. ამგვარად ყველა წამებას მისას მასვე ბრალ-დებენ დაყ ველა სისა- სტიკეს, რომელიც „ამართლებს მიზანს“ ჩადიან მისი სახელითვე და ის ახლაც ითმენს რასაც ითმენდა ჯვრიდან სისხლი რომ ჩამოიღვენთა. მოკლედ მას შემდეგ რაც ღმერთი მოკლეს, რაც სამ დღეს მკვდრეთში ფხიზლად ეძინა, არა თუ შობას, ანუ სიცოცხლეს, სიკვდილსაც თავის აზრი შესძინა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი