მე შენ მიყვარდი ..


მე შენ მიყვარდი იმავე გრძნობით,
როგორც სამყარო, როგორც ბავშვობა,
რომრლიც ჩემში კრთებოდა წლობით
და მერე შენთან ერთად დამშორდა.

ყველა შესაძლო სიმშვიდეს გავცდი,
ისე რომ ფეხიც კი არ დამიცდა,
მე შენ მიყვარდი იმავე განცდით,
როგორც ამოსულ მზეს დედამიწა.

მაგრამ რას იზამ. შენ ყველა კარი
ისე დახურე - არ შემომიშვი
და გღრღნიდა ეჭვი - ათასი ქმარი
შენი სიზმრების აშლილ ლოგინში.

ერთხელაც სახლში შემოვა ღმერთი
საღამოებიოს ლურჯი კვართებით,
არ გეყოლება არავინ გვერდით
და უნებლიეთ შეგიყვარდები.

გაოცებისგან მეც ხელებს გავშლი 
და როცა სადმე შემეგებები - 
ვიყვირებ, როგორც ყვირიან ზღვაში
ნაპირს მომდგარი თეთრი გემები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

ისე დახურე - არ შემომიშვი....ქართული სად ისწავლა ამის ავტორმა....ისე დახურე,რომ ვერ შემევეტიე გამიგონია,.ისე დახურე რომ ცხვირი მივარტყი,.ისე დახურე რომვერ შემოვანგრიე,.ისე დახურე რომ ,შენც ვერ გააღებ ნამეტარიც რომ მოინდომო.....მაგრამ ხალხო,ისე დახურე რომ არ შემომიშვი სიდოური ქართულია,გამაგებინეთ?

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

უნებლიეთ....უნებლლიე-თ არა?ვაი შენს პატრონს და იმას ვინც შენ პოეტობა დაგაბრალა

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი