იანვრის ღამე და მთვარის ცეცხლი
ჩაქრა ღუმელი, მინელდა ცეცხლი და წიგნით ხელში შენც მიიძინე. იანვრის ღამე და მთვარის ვერცხლი მოადგა ჩუმად დაორთქლილ მინებს. და ღამე თითქოს ხელს უფათურებს მიკეტილ ფანჯრებს, მიხურულ კარებს, ქუჩაში ქარი არხევს ნათურებს, როგორც პატარა ანთებულ ზარებს. გისწორებ საბანს და ფეხაკრეფით მე ვუბრუნდები ფურცლებს და ფანქრებს და ქარი სულში მბჟუტავ სტრიქონებს ანთებს და აქრობს, აქრობს და ანთებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი