ალილუია
(უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია II-ს) შხივის ვარსკვლავი ბეთლეჰემის იისფერ ცაზე – – ცოდვის ამხსნელი, ადამის ძის ცოდვის გამშვები!.. ...მოდის ურემი, თოვლისფერი შროშნებით სავსე, და ხილის ხონჩით მგალობელი გუნდი ბავშვების... გადაბიბინდა სანთლის სხივით მთელი ქალაქი: – –სარკმელი სარკმელს შესციცინებს – ყრმა იბადება!.. ...ხარ შეწირული შენს სამშობლოს როგორც ზვარაკი! – ქართველთ ნათელო, შენღა შერჩი მამულს თავდებად!.. იქნებ შემორჩა სულის ლუსკუმს სმარაგდის წვეთი, რომ გადმოვწერო საკადრისი, შენი, სტრიქონი! – მოდგმავ დავითის, არაერთხელ აღმდგარო მკვდრეთით, აღიხვენ თვალნი, კვლავ იხილე იერიქონი!.. არა, არ იშლის უხამსობას მიწყივ, რეგვენი, – ხორცსაც და სულსაც `სამარყანდის~ ყაიდით მორთავს!.. შთამომავლობის გადარჩენა თუ ვერ შევძელით – – `ნუცა დაუყრით, ნუ დაუფენთ მარგალიტს ღორთა!~ და რაც აქამდე მოიტანა ერმა წვალებით, გარყვნეს, წაბილწეს, გაასხვისეს ცაცა და მიწაც!.. დაცუნდრუკებენ იქით-აქეთ `ერის მამები~... – ვაი, ქვეყანა სოვდაგრების ქარვასლად იქცა!.. გულმოწყალება, სათნოება შენი რომ არა, და ნუგეშინის სარიგებლად მარად მზაობა, – მე ძვლების გროვას, ნაცოდვილარ ხორცის ტომარას, ვინ მაღირსებდა შენთან ბჭობას, შენთან საუბარს?!. – ალილუია! ქრისტეშობას ზეიმობს ხალხი! ამინ, უფალო, ვერ წაშალონ ჩვენი ჯილაგი!.. ...მოდის ყმაწვილი, ავთანდილის მწყაზარი სახით, ნინო ჯვრით ხელში, საგალობლით და ჩიჩილაკით... – ემმანოელ! ემმანოელ! იმედო ქართვლის! შენს ეპისტოლეს გულზე ვიწერთ, მუნ სიბრძნით გათლილს!.. წარუძეხ მამულს უფლის რწმენით, მაცხოვრის ხატით, და სამი სიტყვით, სამი სიტყვით ილია მართლის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
ასეთი უაზრობა ''ძვლების გროვას''ნაცოდვილარს ნამდვილად შეჰფერის.
''უსახელო'' მგელაძევ! შენზე და შენნაირებზე, უთქვამს, დიდ ს ო კ რ ა ტ ე ს : "ვფიქრობ,ხანდახან წერაც გმირობაა- ნაწერი განსასჯელად სულელებს მიეცემათ."