კახეთში
ცა წყნარად ღუის საყვარელ ფერში მწიფე და მძიმე ატმის ტოტებით. ახლა მზე ჩადის შორეულ მთებში და უსათუოდ შენ მაგონდები! დალურჯებული ტუჩები ღვინით, ჩუმად კოცნიან ჯამებს ცარიელს და დალოცვილი კახური ლხინი მიყვება კახურ მრავალჟამიერს. თამადა ახალ სიყვარულს გვაწვდის, დგას დაბალ დვრინში როხროხი კაცთა; ვივუარე და ვეება ყანწი დამიზნებული თოფივით ამცდა. მოდის სიმთვრალე თან ეს ოხერი შავი მტევნები რა რიგ მენება!... შემომახტება როგორც ფოცხვერი, დარდიან გულზე შენი ხსენება. ო, როგორ მინდა ამ გაშლილ სუფრას შენი ლამაზი თვალი შვენოდეს, შეიფერებდი ყველაზე უფრო ამ უდარებელ კახურ შემოდეგს. დალურჯებული ტუჩები ღვინით, ისევ კოცნიან ჯამებს ცარიელს, და დალოცვილი კახური ლხინი მიყვება კახურ მრავალჯამიერს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი