პოეტის აგარაკი
შეირხა სული მოწყენილ სიმად, ატმის უნაზეს ფერს მინდობილი, დგას ფეხშიშველი ეზოში წვიმა ამ დაობლებულ ბაღის დობილი. მას ეკუთვნოდა წინათ ეს სახლი და იცინოდა მზეზე ხეხილი!.. ის კი უფსკრულთან აღგზნებულ სახით იდგა ბავშვივით გულგაღეღილი... დგას აივანი გვერდზე წახრილი, შორს კი კრამიტებს ასდის ალმური, ბეთანიიდან მოდის ნახირი, პატარა ბიჭი და სალამური...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი