გადაფრენა
ამბობ ძველებურად არის ყველაფერიო, მე კი, ძველებურად როგორ იყო, ისიც დამავიწყდა" გ. ა. ასეთი წესია, 8:50-ზე ბაღს უნდა ჩაუარო, სადაც ფანტანია, ფანტანთან - სკამები, სკამებთან - ურნებიდან გუშინდელ დღეს ცლიან და რაც სათუოა მასში და საუარო, უნდა გაატანო (ეს - რაც შედარებით იოლად იკურნება). უფრო მძიმედაა საქმე აივანზე და ამის გამოცაა დარდიან სახეზე ფერთა ერთდროული კვდომა, ანდა უკვე ქრობა, იმედია, რომ ეს დიდხანს გასტანს, დიდია გამოწვევა და დიასახლისი ნელა დაბერდება. აქ მარჯვნივ გადაუხვევ, სადაც სახლებს შორის აქა-იქ დარჩენილ პატარა მონაკვეთებს (ჩინურტიტრიანებს) ჩქარ-ჩქარა გადაჭრის ტაძარი და ეს კადრი (სხივებმოხრეშილი) ახლო კადრებს შორის გადასვლას რომ აკეთებს, ასე იტრიალებს, ასე, ცხრა საათზე ზარების დარეკვამდე. არაფერი უჭირს, ორი-სამი წუთით აიღე შუალედი, როგორ ახმაურდა ქალაქი - როგორღაც ასეთი და ამგვარად, რაღაც პერიოდში თითქმის ყველაფერზე გულწრფელი უარი გაქვს, რასაც, რა თქმა უნდა, მერერამოხდამდეც იოლად დაამრგვალებ. მერე რომ დაჯდე და იჯდე და 18:30 საათამდე მონიტორს უყურო, ხანაც ფანჯარაში ბატების გადაფრენას, ვიდრე შენს ფანჯრებთან ამოსულ კორპუსს ერთ სართულსაც დაადგამენ, ან ვიდრე უკანა გზას ათვლი შავებად, თეთრებად, არაფრებად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი