რა თანაგრძნობა


რა თანაგრძნობა, დიდი ხანია,
ბედნიერი ვარ ყველა გლახაკზე,
ახლა ქარია და მიხარია,
რომ ღვინო ძენძავს სულის ნახაზებს

და უცხო ქალი ისევ მაორებს
და ღიმილს მაყრის, როგორც ნაფთალინს,
რომ მოგონების სასაფლაოებს
დღეს უღვთოდ მოთხრის ღამე - აფთარი.

არ გამახსენდე, ახლა ქარია
და აყოლილი თვალის ზვირთები,
შენი ბრალია, ჩემი ბრალია
და გვიანია - ვერ ავინთები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი