"Я памятник себе воздвиг нерукотворный" რუსეთს
კარგი. მე შენი ტრიბუნა ვარ. веленью (გარდა ამისა - შენი ანჰიდრიდი) бoжию. აჩვენე. მოიშველიე მოწყვეტილი და მაინც ალბათ ჩემი ხელები. თვითონვე რომ შემოგაშველე აქ ამოსვლისთვის. სხვა. о муза. ილაპარაკე. მიწა კი არა ცაც წიაღე. თქვი. იმიტომ რომ გაიმეორო. будь послушна. კარგი. არა ღირს. აი წასვლით კი. ძალიანაც რომ მოინდომო ვეღარსად წახვალ. უნდა იდგე. მუდამ. აქ. თითქოს მონუმენტური. დაწყევლილი. შინმიუსვლელი. რადგან მე შენი კვარცხლბეკი ვარ. მიდი: "აგვისტო. 2008. საქართველო. © სიკვდილი ცელით".
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი