დაკოჭლება
ზამთარში წვიმა. ეს არაფერს არ ნიშნავს. თითქმის. მაგრამ მე ვამბობ. ღამეა და. ზამთარში წვიმა. და ჩემში ღამე. ახლა უკვე სხვა იმიჯს იქმნის. ვთქვათ. კორონერის. ვთქვათ. მარსალის. მიგლოვეთ. იმათს. ვინც ყველაფერი გაწირეს და საფლავში წვანან. თქვენს. ვისაც რაღაც დაგრჩენიათ და ნაზად დასდევთ. საყურადღებოდ. მე ვამბობ რომ. ღამეში. თანაც ასეთ ღამეში. ასეთ წვიმას თოვლივით დასდებს. მე. არამზადა. ხვალ დილითვე. წარსულის მსგავსად. იქ. კომბინატში ვეახლები ვიღაცა დებილს. მე ეს ამბავი ბოღმითა და ტკივილით მავსებს. მე არ ვუყვარვარ საქართველოს. მე ამას ვხვდები. ეს ჩემი ღმერთი წამოდგა და ჩემიდან მიდის. ჩემი თვალები. სამუდამო დარდების ზონა. ძარღვებშიც. როგორც ჩემს ოთახში. ხანია დიდი. რაც ხსენებული წვიმის დიდი წვეთები ჟონავს. წვიმა. ასევე ზამთარში და ამასთან კოჭლიც. ორი დღით ადრე გადაყრიან ხიდიდან დასტებს. ჩემს თავს. ბებერ თავს. ერთნაირად თეთრსა და მოჭრილს მოიტანს. თქვენთან მოიტანს და თოვლივით დასდებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი