იაფფასიანი გასეირნება
ცა ჰგავდა ინგლისურ სეტერს, ხატავდი დალაქულ მთვარეს, ვხატავდით დანგრეულ სვეტებს, სიბნელეს შეჩვეულ თვალებს, მიწა რომ სწყუროდათ გირჩებს, მოგწონდა მეასე ბლიცი, თვალებში იწყებდა წვიმას, წვიმაში იწყებდი სიცილს. ცისფერი ჩასდევდა ღელეს, ცა იყო თეთრი და შავი, სიკვდილი იქნევდა ხელებს, სიფრთხილეს სტკიოდა თავი, წვებოდა უბრალოდ ღამე, ფიქრობდი, ხანდახან არცკი, ხანდახან დასდევდი წამებს, ხანდახან ნემსით და ძაფით. დუელი სწყუროდათ გირჩებს, ხატავდი დალაქულ მთვარეს, ცა ჰგავდა დობერმან პინჩერს დარჩენილს მშრალზე და გარეთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი