ლი..


შეღამებაა. მაშინდელი. წიფლნარია.
ლი. მონატრებაა. ქარიაო. ამბობენ.
გაღიმებაა. ქუჩა–ქუჩა. მიფლანგული.
ურნებიცაა. მავთულები. ამბები.

სისულელეა. ან რა სევდა. ან რა ჟინი.
ლი. დაბრუნებაა. გაქცევაა. ამბოხი.
შენი კანია დაქცეული არაჟანი.
შენი მზერაა გატეხილი ზამბახი.

ღამეებია. სათითაოდ. გასასვლელი.
ლი. არაფერია. არაფერი. არავინ.
ოდნავ სიცივე. აქცენტია დასავლური.
ნაბიჯებია. თვლაა გადასარევი.

აფიორაა. სურვილები. სარეველა.
ლი. დედამიწაა. წარსულია. ამბოხი.
უცნაურია. სიტყვებია. ცარიელი.
მონატრებაა. ქარიაო. ამბობენ.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი