მეორე მიძღვნა
თქვენ გააუქმეთ მანძილები და აღარ არის წვალება, მაგრამ ვიტყოდი რომ გარკვეულ დრომდე და არცთუ ისე საშიშია, მოვიდეს ქალი და არცთუ ისე სხვანაირი შეგრძნება გქონდეთ და გეჩვენებათ, ფიქრებს შორის და კედლებს შორის როგორ იზრდება და მცირდება გაშლილი კუთხე, ეს მისტიური მოვლენაა, სხივია... sorry: ეს შორეული სინდრომია უმაღლეს ხეთა გარდაცვალების, გარდასახვის, სპლინის და მორფის და ღია ფანჯრებს ამტვრევინებთ (ეგ ადრეც იყო) და ყველაფერი რა კარგია და თქვენში მყოფი ისედაც თეთრი კლაკიორი ოდნავღა გიყვართ და სინდისს ქენჯნით, საღამოა და რამდენს გთხოვენ, როცა უბრალო თოჯინა ხართ და ასე მოგრთეს, 28 ა-ში რეალურად იზრდება ხევი და შაბათამდე ელოდებით ინგლისელ ლორდებს და ასე შემდეგ... დროს მიჰყვებით, ატარებთ, მისდევთ და გრჩებათ, რაღაც, ძირითადი, მცირედი, თითქმის არარსებული, რის გარეშეც, შემინდეთ, მისტერ, თქვენ ვერასოდეს შეიყვარებთ საკუთარ სიკვდილს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი