მზერა – ჩახმახი, მარტოობაც
მზერა – ჩახმახი, მარტოობაც უკვე დიდი გაქვს, არადა როგორ შეიფერე, როგორ მოირგე, უფრო გამხდარხარ, გაჟონილი კეთრის სიფითრე და მთვარეც ისე გაიბერა, სონეტს მოიგებს შუაღამემდე, დასაწყისად მიოკარდიტი, რაღა თქმა უნდა, ლექსიკონი უცხო სიტყვათა, შენ შეგიძლია გაიღიმო თუნდაც ამიტომ, ხოლო ხუბჩევი ასეთ ღიმილს ვერ აიტანდა. უფრო გამხდარხარ, თორემ მზერის ჯერაც არ მჯერა, სულზე აქნილი უიქნებო, ნაღდი ეჭვები, მე შემიძლია „მენატრები“ გითხრა ამჯერად, ტუნდაც რითმისთვის, ან „დიაცი ქსლისა მბეჭველი“. მე შემიძლია ეს საღამო კოცნით მოვქლიბო (ავტოპორტრეტი, ანანურთან, გრძნობის ჩალური), ოღონდ ეს ერთი სიყვარულიც მოკლე მოგივა, ოღონდ იქნები, მომკალი და, სექსუალური.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი