ნეფერტიტი


რატომ უნდა შეამჩნიო ახლა წერტილი
მიტოვებულ ჩვენსშორისში
რომ გათოშილა
რატომ უნდა შეიყვარო ორი ერთიდან
სიგიჟემდე
გაიღვიძო ასე მოშლილად
მერამდენედ
შეაგროვო ყველა ნიშანი
კითხვის
დაღლილ თვალებში და ქარში გაფანტო
ჩემთვის
ანდა გაატანო ერთგულ ნიჟარას
ღამე
ანდა სულ ახლოდან ჰგავდე ნეფერტიტს
რატომ უნდა გამოხვიდე ახლა სახლიდან
რატომ?
უნდა მოგენატროს აღარსიკვდილი
კლოუნივით საკუთარ თავს თავსაც ვახლი და
შენს სიზმრებსაც ვეკედლები პარაზიტივით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი