ადიხარ მაღლა,დაბლა....
ადიხარ მაღლა, დაბლა ეშვები და თმა კი თითქოს მკვდარი ქარია, ადიხარ მაღლა, არ მოგეშვები, ეშვები ისევ და გიხარია. იცინი, ახლა არაფერს მალავ, ისე წრფელია შენი განცდები, ეს სიზმარია, ცხადია, არა, ეს საზღვარია, ნუ გადასცდები. უჯერებ ფეხებს, უჯერებ თვალებს, აფრენაც გინდა და ძირს დაცემაც, მტვრიანი გზებიც დგანან და მალე თავბრუდახვეულს გაგიტაცებენ. შენ კი იცინი, ადიხარ მაღლა და მეშინია, ჰო, მეშინია, აქედან ისე ახლოა დაღლა, შენი ანთებაც დაღლის ჟინია. ძირს კი ცხოვრება არაფერს მალავს და გიცდის თეთრი გზებით - ეშვებით, იფრინე, მიდი, თავიდან, არა, შეჩერდი, ფრთხილად, დაბლა ეშვები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი