მე მინდა, მხოლოდ...
მე მინდა, მხოლოდ შენს ღამისფერ თმებზე ვფიქრობდე, ასეთი სევდა, ალბათ, აღარც შეგეფერება, მაგრამ გავა დრო, ეს დროც გავა მალე, იცოდე, მე მოვალ შენთან და უაზროდ მოგეფერები. გავა, გასული გაზაფხული აგივსებს თვალებს, მკრთალი ღიმილი ვარდისფერად შეგეფერება, ვიცი, იტირებ, მაგრამ მაინც მე მოვალ მალე, მე მოვალ შენთან და უაზროდ მოგეფერები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი