მიდის სიცოცხლე,მთვრალი...
მიდის სიცოცხლე, მთვრალი უნდა შევება სიკვდილს, გაივლის წლები და დარჩება ჩვენგან მტვერიღა, დაასხით ღვინო, ვიდრე გული იწვის და იწვის, გაავსეთ ჭიქა, რომ არ ვიქცეთ დარდის ხეიბრად. უსასრულოა თეთრი ღამის ლურჯი თაღები, ბიჭებო, ჭიქებს ერთი წვეთიც არ შეარჩინოთ, ამ წუთისოფლის ციხესაც ხომ აქვს გასაღები, როცა გულებში ნელა-ნელა იჭრება ღვინო. ეს გაფრენაა! რა გაქცევა, გამქცევებს ვგავართ? რად გვინდა თავი, თუ ოცნებაც ოცნებად გვექცა. დრომ თვითომ იცის, უჩვენოდაც მშვენივრად გავა, გავა წლები და მტვერი ჩვენი იქცევა ლექსად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი