იქნებ არც მეკუთვნი ..
იქნებ არც მეკუთვნი… მე კი გისაკუთრებ, იქნებ შენ სხვას ავსებ… ანდა სხვით ივსები… რატომღაც ამრეზით ვფიქრობ სიყვარულზე… არ მაფორიაქებს ტანჯვათა ზვირთები. “ტრფობა ძლიერია როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია ვითარცა მინა” , მე სიყვარულით მინდა სიცილი, თვით სიყვარულში მე მინდა ბინა. უსწორმასწორო,თან რთული გზებით ცხოვრება გვამცნობს მთავარს… მე სიყვარულზე შეყვარებული… უსიყვარულოდ დავალ. თუ შენი სულის საყდარი გავხდი… გპირდები ძალიან გისათუთებ, იქნებ შენ სხვას ავსებ, ანდა სხვით ივსები… იქნებ არც მეკუთვნი… მე კი…გისაკუთრებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი