ცირა
რწყილმა ჰკადრა შავ ძროხას: – ფშეი, ფშეი, "ცირასო", მოკლეზე რომ დაბმულხარ, ღამით როგორ გძინავსო? ხედავ მსხალთან "ნიკორას" უდარდელად ხვრინავსო. ძროხამ ასე მიუგო არამკითხე მოამბეს: – მართალი ხარ, "ნიკორას" გრძელი თოკი მოაბეს, ახლა სიზმრებს ნახულობს წითელ–ყვითელ ფერებად. მე ჯერ უნდა მომწველონ, ხბო მყავს პეპლისთვალება, "ნიკორა" კი ხარია, რაღას მოიწველება?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი