შობა


საოცარია,
საბანქვეშ დიდი გობი იდგა,
გობში თრთოდა ფუმფულა ცომი.
ჩამოუვლიათ ფანჯარასთან უცხოელ მოგვებს...
შენ გაგვიმრავლე
ერთი ასად,
რაც მოგვე-
ცემა
ამ ღამით -
სითბო,
სიყვარული
და ერთად ყოფნა...
ღვეზლებიც, სავსე ყველითა და
კვერცხის ნაჭრებით,
ჩვილო იესო,
ჩვენს გულებში როცა გაჩნდები!..

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი