Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_55lc4pljo7rprvgfa1bmr3659q, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მხოლოდ შენს თმას მოვკარი თვალი .. - რობერტ მესხი | პოეზია

მხოლოდ შენს თმას მოვკარი თვალი ..


მხოლოდ შენს თმას მოვკარი თვალი
და ვაზის ჯვარი,
ამოზრდილი თეთრი მტევნიდან
გადრიკა ალმა...
ჩაიქცა ცვილი ქვიშით სავსე ვერცხლის შანდალში.
მზე ჩადიოდა, მახსოვს, ასე
შარშან,
შარშანწინ,
და იმის იქით...
ვიდრე ხსოვნა მოიახლოვებს
ყველა ტალღას,
ყველა ახლობელს -
მ ე მ ო რ ი ა ლ ი!
მე მოვიარე
ბილიკ-ბილიკ
ცა და ხმელეთი,
მეგონა, სადმე გიპოვიდი,
ანდა შევძლებდი
სუსტი ხმა მაინც მომეწვდინა
შენთვის ხანდახან...
ახლა კი ვხვდები -
მზე ჩავიდა,
ან თვალს დამაკლდა...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი