წიგნი
ცრუ პერსპექტივა - მებაღეებიც იყენებენ ზოგჯერ ამ ტერმინს, ვთქვათ, სუროს კედელს რომ აღმართავ ქვის კედლის ნაცვლად, "წაიწევს" ბაღი... მე ვცხოვრობ ტყეში, და როდესაც ტყის კარს ვერ ვაღებ, მგელივით ვყმუი. (ნუ იტყვი, მწვანე გიხდებაო - შეკიდულ ჭერზე ამოდის ხოლმე გველისმჭერი, კვიცი და ვერძი...) სხვა დანარჩენი მანდ წერია, მომდევნო გვერდზე, თბილისის წიგნის ფესტივალზე გიყიდე წიგნი - "მებაღეობა". აწი შენ თვითონ შეარჩიე მზის გული, ხედი, ნიადაგი, განი და სიგრძე... ვინძლო, ერთ დღესაც ძალისძალად ჩარგული ნერგი შენი ბაღის ყვავილად ვიქცე!..
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი