შენი - არა, პალმის ნეკნი ვარ ..


შენი - არა, პალმის ნეკნი ვარ,
ზღვის ქაფი ვარ, დაუდეგარი!
ყველაფერზე გული შემტკივა
და ყველაფერს გულით შევხარი.
აი, ია - მარტის მინიმა!..
მტვრით აევსოთ თვალი ნარცისებს...
რა ხანია, ვიცვამ შილიფად -
სად დადიხარ, დედას გაფიცებ?

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი