ევა
ეს – ყველაფერი – თვალებზე, ყელზე, მუხლისთავზე, ბოქვენზე, წელზე – იყო! შენ დარჩი! შენ დარჩი ასე – მწუხრით სავსე ოთახში. წევხარ. ნაკლული ნეკნი. შენ დარჩი ასე – მწუხრით სავსე ოთახში, მე კი... თვალებზე, ყელზე, მუხლისთავზე, ბოქვენზე, წელზე... სარკიდან შიშით შეპყრობილი მიყურებს ევა – არადა, მე ვარ!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი