"ოდა" სამშობლოს
სხვის ნიფხვებს იცვამს ჩემი სამშობლო, ნაგვის ბუნკერში იქექება ქუჩის ძაღლივით... ათივე თითი გალოკილი – ძვლამდე. ძვლებამდე. (სუსხი. ვალები – მტარვალები) – ვაგზალზე მიდის? – კითხულობს ბავშვი ავტობუსში, ჩხირები ხელში. – ვაგზალზე მიდის? – კითხულობს ბავშვი. ვერავინ ხედავს – თითქოს თვალები თაბაშირით ამოუგლისეს, არავის ესმის, ყურსასმენები უკეთია დიდს და პატარას. მუსიკალური თერაპია. ჰერმაფროდიტია ჩემი სამშობლო: ხმარობს – შემთხვევით წაქცეული თუ მოიხელთა, აძლევს – თუკი დააძალებენ.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი