ხის ფრინველი


ამ გულის ფიცარს,
რომ უყურებ,
უსურვაზივით შემოეჭდო ტკივილი - სალტე...
შენ -
/ბირდაბირით/
როგორ უნდა ჩახერხო მარტომ?!.
ვერც პირდაპირი დასმით,
ვეღარც დახრილი კუთხით!..
რას უზამ ურთხელს,
რომელიც გახმა წლების წინ და
ისე გამკვრივდა,
როგორც რკინა,
რვალი ხალიბთა...
აქ ვარ,
მიწაზე,
როდის იყო ფრინველი ფრენდა
ოდენ ცალი ფრთით?!.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი