ერთი ნაფაზი


ასანთი.
ცეცხლი.
სიგარეტი.
უკვე ჩამქრალა...
შენზე ვფიქრობდი ხიდზე, მახსოვს...
მახსოვს,
თან ქარი
წეწავდა ალვებს,
ქარვაზე ყვითელს,
ყვითელს ქარვაზე...
შენზე ვფიქრობდი ხიდზე, მახსოვს,
რადგან არ ვარსე–
ბობ უშენოდ
და ფოთოლცვენაც
არაფერს ნიშნავს...

მე ვგავდი წერტილს,
კითხვის ნიშანს,
ძახილის ნიშანს...
ყველაფერს ერთად!..

და ხიდი,
როგორც დიდი ტირე,
ორ ნაპირს კვეთდა.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი