სისხლი თუ ღვინო?..


როდესაც ჩემს თავს გამოვუტყდი,
აღმოჩნდა, რომ ვგავარ საწნახელს,
რომელიც იყო ისე მძიმე,
რომ შუა გზაზე დატოვეს,
ტყესთან...

შენს სიმღერას დღეს ჰქვია კვნესა!..

ბედნიერება ჰგავს ფეხებით დასრესილ მტევანს, -
ყველა საწნახელს სისხლად დასდის ვიწრო ყელიდან.

შენ რისთვის, ქალო?!..
შენ რისად, შვილო?!

ნეტავ რომელი ათრობს უფრო -
სისხლი თუ ღვინო?..

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი