ზიარჭურჭელი
/ფ-ას/ მე და შენ ერთი ჭურჭელი ვართ, თანაც ზიარი, - ზღვის ქალაქში ბევრი ვიარეთ, სხვა სახელებს ვარქმევდით გემებს... ახლა შენ ღვინით გაივსები, მეც ამ დონეზე... ახლა შენ წვიმით - სანახევროდ, მეც ნახევრამდე... ვღელავთ... ვრაკრაკებთ... თიხის გვაქვს ფსკერი... შორს ქარი მღერის, გადახარა ღრუბლის კონუსი, ამაღამ გველი ხარს - ძოწისფერს - მზერით მონუსხავს, და ვიდრე დასცემს ტკბილი სამსალით, ჩვენ სიზმრებმა უნდა დაგვცალონ, (ერთმანეთის), ბოლო წვეთამდე...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი