სულ სხვა ზღაპრიდან


წავიდეთ სადმე, უკაცრიელ კუნძულზე თუნდაც,
დღეს, მივიწყებულს, მაგრამ მაინც ასე ვნებიანს,
თუ ისევ სანთელ-საკმეველი ვუკმიო უნდა,
სადაც ჩვენს შორის სიყვარული დასაშვებია,
იქით წავიდეთ... დავისიზმროთ სულ სხვა სიმწვანე,
სულ სხვა ზღაპრიდან დავიყაროთ მკლავზე კვირტები...
შენ ჩემი გულის ბაგაბუგი გადაითვალე,
მე შენს თვალებში ჩამსხდარ ჩიტებს დავაკვირდები.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი