ნუშები
დგანან ნუშები ხიდთან ახლოს, ვერეს სხვადასხვა ნაპირას, ეძებს ზამთარი სამოსახლოს, სულ სხვაგან წასვლას აპირებს. პირველი ნუში: სიზმრად გნახე, - მეორე: როგორ ნეტავი?.. - მთლად გიფარავდა ლამაზ სახეს ყინული - რკინის მკვნეტავი... გული ბუდიდან ამოფრინდა, მეგონა უკვე გახმი და... ახლა მე გკოცნი გამოღმიდან, შენ გამეფოთლე გაღმიდან.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი