გამინაპირდი ივირონის ღვთისმშობელივით ..
გამინაპირდი ივირონის ღვთისმშობელივით, მაგრამ მე - ცოდვილს - აღარ ძალმიძს ხელი შეგახო; ზღვის წყალი ხეებს ზეთისხილის არ დაელევა, და არც მებაღეს. მაგრამ სურვილი შენი ნახვის სულ სხვა ყოფილა, (იმედიც, მსგავსი შუაცეცხლის, განზრახ შემინთეს...) ცის ზღურბლთან ვდგავარ დაღლილი და დედიშობილა, - ღმერთო, შემინდე!..
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი