ეკლესიას გავუჩერდი დღეს
ცისარტყელა უშფოთველად წევს, ვითომ შენი გაკაწრული წარბია, თუ ერთი დღე უდრის ათას წელს, წლები ახლაც დღეებივით გარბიან. მილხინს? - მაინც შენკენ ვიწვდი ხელს, მიჭირს? - ისევ შენ მოგმართავ ვედრებით, ეკლესიას გავუჩერდი დღეს, უცნაურად უბრწყინავდა კედლები.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი