დ ე ლ ტ ა ბ ო რ ი ო


რას ვტოვებ, ჩემო? -
შემცივნებულ ლექსებს რვეულში,
ფოთოლცვენას დაუსრულებელს,
(და არა მარტო...)
ბუდემოშლილ მერცხლებს -
ჩემსავით,
ორიენტირი რომ დაკარგეს თბილი ქვეყნების...
რას ვტოვებ? -
სიზმარს,
სიცხეს,
ქვიშას,
ბუტაფორიას...
შენთან მოვფრინავ,
დაკემსილი ფრთებით მოვფრინავ -
მე -
მარტისქარებმოკვეცილი
დ ე ლ ტ ა ბ ო რ ი ო.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი