ირმის ნახტომს გადაიპრეხს ცა ..


ირმის ნახტომს გადაიპრეხს ცა,
ვით ფოტოზე ოციანი წლების,
წამო აწი ”სპალნიაში”, ცა,
გავაბრტყელოთ ნამზეური ლები.

დილით, ვიდრე ყივილისგან ხმა
ჩაუწყდება ყელტიტველა მამალს,
შენ იძინე უშფოთველად, ღრმად,
მე კი შეშის მოსატანად წავალ.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი