რა ვქნა, თუ დღემდე ..
/ქუჩებზე ტექნიკური მარილი დაყარესო, გამოაცხადეს.../ რა ვქნა, თუ დღემდე ეს სურვილი ვერ მოვიშორე? მოაპობს ქუჩებს მარილიანს თეთრი ”ლექსუსი”, შენ დგახარ ქარში, აკვირდები ფერმკრთალ სიშორეს, მე კი ლექსს ვუცდი.. კამკამებს ბოთლში კონიაკი - აპერიტივი... დღეს - იუბილარს - თავნებობაც გეპატიება, მოვიდა შენი თებერვალი, მე კი მარტი ვარ, გავწვიმდები და მოგიჩითავ სიზმრებს იებით.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი